
The Times of Israel, ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ პარასკევს საღამოს საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა იმ ადგილას, სადაც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია და საპრეზიდენტო ადმინისტრაციაა განთავსებული.
მათივე ცნობით, ისრაელის იერიში წარმატებით იქნა მოგერიებული.
The Times of Israel იუწყება, რომ IDF-მა თავდასხმა ასევე განახორციელა ისპაანის მახლობლად მდებარე ირანის ბირთვულ ობიექტზე.
"ჩვენ არ დავუშვებთ ირანის წინსვლას ბირთვული ბომბისკენ. ჩვენ არ დავუშვებთ რაკეტების განვითარებას, რომლებიც ჩვენთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა პრესკონფერენციაზე.
აღნიშნული ობიექტი უკვე მესამე ბირთვული საცავია, რომელზეც IDF-მა სარაკეტო იერიში მიიტანა.