
უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, ზელენსკი თურქეთში ხუთშაბათს ჩავა, მიუხედავად იმისა, დათანხმდება თუ არა რუსეთი ორშაბათიდან ცეცხლის შეწყვეტას, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრის მიზანია “დიპლომატიური საფუძვლის შექმნა”, რაც ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.
თუ შეხვედრა შედგება, ეს იქნება პირველი პირისპირი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, ანუ ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ მომხდარა.
ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა:
„მე ველოდები პუტინს თურქეთში ხუთშაბათს. პირადად. იმედი მაქვს, ამჯერად რუსები მიზეზებს არ ეძებენ,“ — დაწერა მან.
გასულ კვირას აშშ-ის დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და სანქციებით დაემუქრა, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება.
შაბათს ზელენსკიმ და NATO-ს რამდენიმე ლიდერმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტაზე მზადყოფნა დააფიქსირეს. 15-წუთიანი საუბრისას აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინა მზად იქნება პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამავე საღამოს პუტინმა ტრამპის მოთხოვნებს უპასუხა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ ეთანხმება, თუმცა მზად არის ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად ხუთშაბათს, სტამბოლში.
ზელენსკის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა Truth Social-ზე უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ შეხვედრას დასთანხმდეს:
„თუ ეს მოლაპარაკებები შედგება, უკრაინა შეძლებს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება. თუ არა, ევროპა და აშშ გაარკვევენ, როგორ იმოქმედონ,“ — აღნიშნა მან.