მდინარაძე: უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ვართ თუ არა კანონის გამო სანქცირებული 1-ლი კანონმდებლები

მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს. მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით. არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა "რუსულის" ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ!

წერს საპარლამენტო უმრავლესიბის ლიდეირ , მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

***

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციები დაუწესა.