9 აპრილი და ნაციონალური მოძრაობა. 9 აპრილის თარიღის ქვეშ, ეს ხო გარკვეული სიმბოლიზმია ქვეყანაში, რაღაცა ღირებულებები, რაღაცა ისტორია ამ ქვეყენის ხომ არის და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხაროა. ასევე, ნაციონალური მოძრაობა თავისი წარსულით, თავისი ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები, ესეც კი გაბედეს. რა 9 აპრილი და ნაციონალური მოძრაობა, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ და ამ თარიღში ატარებენ თავის აქციას.
განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
აქცია ხვალ, რუსთაველის გამზირზე, ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით გაიმართება. მანამდე, პარტიამ შესაბამისი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა რეგიონებშიც.