მდინარაძე: ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას არ ვაპირებთ

მდინარაძე: ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას არ ვაპირებთ

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასა და მათთან ერთად კონფედერაციაზე დათანხმებას არ აპირებს.

"ყველამ კარგად დაიმახსოვროს ქართველი ხალხის და ჩვენი პოზიცია:

1. საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება.

2. არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!

3. ვინც და რა გზებითაც არ უნდა განიზრახოს ამ ქვეყნის ომში ჩართვა, საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით!", - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.