რაც გავარკვიეთ ძალიან მოკლედ, კომუნიკაციის შედეგად, თავისი ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით არის გაფრენილი შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან გადაფრინდა ჩვეულებრივად, აშშ-ში. ჩემი აზრით, ეს არის მაშინ თქვენი საქმე, როცა ითვალისწინებს კანონი, გამოქვეყნდება, დეკლარაციაში ჩაიწერება, იმიტომ, რომ არის კერძო ხარჯი.
მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება, თუ არ მომეხმარა, მაგალითად, ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ეს საშუალება. ჰოდა, გეუბნებით, მე ამ წუთში ჩარტერით ვერ გავფრინდები და [ირაკლი ღარიბაშვილის] ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი, როგორც ჩანს. იკითხეთ და გაგცემენ პასუხს - დეკლარაციაში ეწერება, ხალხო, დეკლარაციაში არ წერიაო, გუშინ წინ ადამიანი გაფრინდა და დღეს დეკლარაციაში რატომ არ წერიაო, ხომ სპეკულაციაა.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა- მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.