მდინარაძე ქოჩორაშვილის მამაზე: თუ გახარიას პარტიაშია, ნაცმოძრაობაა, კი

ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა, ისეთი ისტორია შექმნა, პოლიტიკაში მომავალში რაც არ უნდა გამაზოს, რაც არ უნდა არასწორი რაღაცა მესიჯი გაახმოვანოს, ეს არ ყოფილა, მაგრამ მე მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები... თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, რომ ნაცმოძრაობაა, კი. მარტივი ამბავია.

განაცხადა პარლამენტში ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე, რომელმაც დღეს პროევროპული პოსტი გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".