მიდის მუშაობა, როგორ დაგაკომპლექსონ, რომ და ბიძინა ივანიშვილი არ ახსენო. კომპლექსის გამომუშავება და ფსიქოლოგიური ტერორი მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქ მადლობა უნდა გადაუხადო, რაც არ უნდა სამი მილიარდი კი არა, რაც დაიტოვა ოჯახისთვის... ცხრაჯერ ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა... ათჯერ, ან თერთმეტჯერ რომ ეხსენებინა, არ ეკუთვნის იმ ადამიანს? დამსახურება არ აქვს ამ ქვეყნის, პარტიის წინაშე? უპრეცედენტო ქველმოქმედება არ ჩაუდენია, რომლის მაგვარი მსოფლიო ისტორიაში არ გვახსენდება, ალბათ, მხოლოდ საქართველოში კი არა. მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება.
ჩვენ ერთმანეთზე რომ ვლაპარაკობთ და ძალიან გულწრფელები ვართ, მაგალითად, ირაკლი კობახიძის შეფასებაში, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არ შეგვიძლია თამამად საუბარი, რომელიც არაბუნებრივად სწორ, გამჭრიახ და სწორი მიმართულებით გადაწყვეტილებებს იღებდა ყოველთვის და ასეთ რჩევებს იძლეოდა, როდესაც ოდნავ დისტანცირებული იყო პოლიტიკისგან და როდესაც ჩართული იყო პოლიტიკაში, ისეთი სასწაულები არ დაალაგა, რომლითაც შეშფოთებულები და გაოგნებულები იყვნენ ჩვენი ოპონენტები და ამ ქვეყნის მოყვარული ხალხი იყო ბედნიერი და სწორ გზაზე მივდივართ ამის გამოისობით?! ამ ყველაფერზე არ უნდა ვილაპარაკოთ? თუ ტყუილია?
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში თქვა.