მდინარაძე: ივანიშვილის გონება, მისი რჩევები რომ დაგვემატება, ათჯერ გავძლიერდებით

ჩვენ როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ რჩევებისგან დამოუკიდებლად, იქ გვაქვს სწორი სვლები და ბიძინა ივანიშვილის გონება, მისი გადაწყვეტილება, მისი კონსულტაციები და რჩევები ამას რომ დაემატება, ბუნებრივია ერთი ათად ვძლიერდებით. არანაირი მინუსი არ აქვს ამ გადაწყვეტილებას. რისკები იზღვევა, ამასობაში როგორ გააძლიერებს მისი უშუალო ჩართულობა გუნდს, ესეც მარტივი ამბავია - ყველა მიმართულებით ვძლიერდებით

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში.