თქვენ გეშინიათ ხოლმე, თუ ევროპელმა თქვა, როგორ ვიკადრეთ. იცით, რატომ ეამაყება ამ ადამიანს, ნებისმიერს, ვინც აქ არის და ნებისმიერ ქართველს, ვინც ობიექტურად ფიქრობს პრემიერის იმ დღევანდელი გამოსვლა ბორელთან კონფერენციაზე? იმიტომ რომ, როგორც იქნა, ამ ქვეყნის ხელისუფალმა შეძლო, ეს ხალხის სიტყვებია, რაც მოვისმინე ბოლო დღეების განმავლობაში, რომ თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს. [...] დარბაზში მოსულ ხალხს კი არ შევეკითხეთ, აქეთ გვეუბნებიან, რომ ეამაყებათ პრემიერის იმ გამოსვლის, სადაც მან შეძლო და უსამართლობაზე თანაბრად და არა ქვემოდან ელაპარაკა თუნდაც ევროპის უმაღლეს წარმომადგენელს და თანამდებობის პირს.