ისინი წლებია უკვე, შეიძლება ითქვას ათწლეულებიც კია ყოფენ და ხლეჩენ საქართველოს. გაერთიანებული საქართველო, გაერთიანებული საზოგადოება, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მათ ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ არის, რომ ისინი საუბრობენ იმას, რაც გულში და ტვინში აქვთ. გულში და ტვინში მათ აქვთ გახლეჩა, დაპირისპირება და ხალხის დახოცვა. საბედნიეროდ, მათ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ, რომ კიდევ უფრო მეტად გახლიჩონ და დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთს.
განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.