
კონკრეტულ საქმეზე გამოიკვეთა გარკვეული ფიგურანტი და [წულუკიანის] კომისიაშიც, შესაბამისად, დაიბარეს ის. ისინი [ოპოზიციის ლიდერები] დემონსტრაციულად არ მივიდნენ, ანუ დემონსტრაციულად ჩაიდინეს დანაშაული. რა უნდა გვითხრან უცხოელებმა, რაც უნდათ ის გვითხრან. მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც [დასავლეთში] აკეთებდნენ, იმის ფონზე, დიდი ამბავი, ჯაფარიძეზე იტყვიან თუ არა პოლიტპატიმარიაო ან რაღაც სისულელეს. რა მნიშვნელობა აქვს. ეგ კი არა, იმას გვეუბნებოდნენ, რუსეთს ომს რატომ არ უწყებთო. დიდი ამბავი ახლა ჯაფარიძეზე თუ შეშფოთდებიან.
განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.