უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც "ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე" ისაუბრა და თქვა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირონ, სადაც "ოჯახურ ღირებულებათა და და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები" გაიწერება.
მდინარაძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ, ახლო მომავალში კანონში შესაბამის ცვლილებებსაც დააინიცირებენ, რაც რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს.
"ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისთვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახვა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. რის შემდეგაც, ძალიან ახლო მომავალში ჩვენ ასევე დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. ცვლილებები სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა, სამომავლოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - ამბობს მდინარაძე.