აბსოლუტური ისტერიაა ოპოზიციაში და ეს აბსოლუტური ისტერია გამოწვეულია ერთადერთი რამით. ძალიან გაზრდილია შანსები, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ეს ადამიანები ლობისტებს ქირაობენ. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ იყო ეს ინფორმაცია და არ დაგვიმალავს, ვსაუბრობდით. ლობისტებსაც კი ქირაობენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსს, მათ შორის ლაპარაკობენ იმაზე, რომ სტატუსი არაფერია... ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დააკნინონ კანდიდატის სტატუსის ფუნქცია.
განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.