შალვა პაპუაშვილმა როგორ იკადრა ის, რომ მას რომ დაუბლოკეს ინტერვიუ, რატომ მოიკითხა, რატომ დამბლოკეთო, ეს ყოფილა ზეწოლა.
ნაცმოძრაობის ნარატივია ასეთი, ე.ი. ინტერვიუს რომ დაგიბლოკავენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და თუ მოიკითხე, რატომ დაიბლოკა და საქმის კურსში ჩააყენე, მაგალითად, დონორი, ეს არის ზეწოლა.
12 სექტემბერს OC Media-მ დაწერა, პაპუაშვილს მოსაზრების, OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც, მან გამოცემის დონორებს საკუთარი პრეტენზიები წარუდგინა და ამ გზით სცადა, გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.