მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ლადო აფხაზავაზე თავდასხმას გმობს და მას სოლიდარობას უცხადებს.
მათი თქმით, აფხაზავაზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე
"ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან", - ნათქვამია განცხადებაში.
ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია.
აფხაზავს თავს რამდენიმე საათის წინ დაესხნენ. აფხაზავამ ფორმულას უთხრა, რომ მას კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, დაარტყეს თანმხლებსაც, რომლის მეურვეც თავად აფხაზავაა. აფხაზავა ამბობს, რომ თავდამსხმელები მას ნაცს ეძახდნენ.