მაშველებმა რიკოთზე მუშის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა რიკოთზე მუშის ცხედარი იპოვეს

2-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა რიკოთზე მუშის ცხედარი იპოვეს. მუშა მდინარეში ავტობანის უბისის მონაკვეთზე მშენებარე ხიდიდან გადავარდა და წყალმა წაიღო.

როგორც ახლობლები ფორმულასთან აცხადებენ, სამუშაო პროცესის დროს, დაცული არ იყო უსაფრთხოების ზომები - გადმოვარდნის დროს მუშა ჯერ მიწაზე დაეცა და შემდეგ წყალში გადავარდა.

მაშველებმა მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.