მარტის აქციების ბრალდებულის თორნიკე აკოფაშვილის მორიგი სასამართლო 15 მაისს გაიმართება

მარტის აქციების ბრალდებულის თორნიკე აკოფაშვილის მორიგი სასამართლო 15 მაისს გაიმართება

მარტის აქციების ბრალდებულის თორნიკე აკოფაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა 15 მაისს გაიმართება.

საქმის არსებითი განხილვა 16:00 საათზე დაიწყება.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს პოლიციელების ჩვენებები და ვიდეო კადრები, რის გამოც, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვა დაეწყო.

მანამდე სასამართლოს გადაწყვეტილებით, თორნიკე აკოფაშვილი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალად ედება საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.