გარდაბანში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

გარდაბანში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.