მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი მართვისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი მართვისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

მარნეული-სადახლოს გზაზე სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

მიკროავტობუსი ელექტრო გადამცემ ბოძს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მგზავრები არ დაშავებულან.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე - ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.