მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ორი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ორი ადამიანი დანით დაჭრა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედია წერს, რომ გამოძიება დაიწყო, ბრალდებულს კი ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გაუვრცელებია.