მარნეულის მუნიციპალიტეტში არხში ბავშვის ცხედარი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში არხში ბავშვის ცხედარი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, არხში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.