ჩვენს პარტნიორებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართველი ერი და ქართველი პოლიტიკოსები ერთ მხარეს ვდგავართ, ხოლო მეორე მხარეს არის რუსეთის პუტინის მიერ შეკოწიწებული რაღაც ხელისუფლება.
ჩვენ ვართ ძლიერი და ჩვენ ვართ ერთად. ეს ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ერთად ქართველი პოლიტიკოსები დიდხანს არ დავმდგარვართ და დავდექით იმიტომ, რომ გადასარჩენია სამშობლო.ჩვენი სამშობლოს დევიზია "ძალა ერთობაშია" და აქ არის ერთობა. ერთად ვიქნებით, ერთად გავიმარჯვებთ და ერთად გადავარჩენთ ჩვენს სამშობლოს მშვიდობით და სიმტკიცით.
თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.