მამისა და ადვოკატის ინფორმაციით, ომარ ოკრიბელაშვილი შესაძლოა რუსთავის ციხეში გადაიყვანონ

მამისა და ადვოკატის ინფორმაციით, ომარ ოკრიბელაშვილი შესაძლოა რუსთავის ციხეში გადაიყვანონ

400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაპაიტმრებული ომარ ოკრიბელაშვილის მამის, გიორგი ოკრიბელაშვილისა და ადვოკატის, დავით გამყრელიძის ცნობით, შესაძლოა პატიმარი გლდანის N8 საპატიმრო დაწესებულებიდან რუსთვის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.

პატიმრის ადვოკატი და მამა გლდანის ციხესთან იმყოფებიან, რომლებიც ცდილობენ ომარ ოკრიბელაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას.

"დღეს დამიკავშირდა ომარი. აკანკალებული ხმა ჰქონდა. 10-მდე ბადრაგი შეცვივდა ომარის კამერაში. ეუბნებიან, რომ მე-12 დაწესებულება ღიაა და იქ, თითქოს, უკეთეს პირობებში იქნება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება

მე-12 დაწესებულებაში კარგად ვიცი რაც ხდება. შეიძლება არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდეს ადგილი. იმ დროს, როცა პრეზიდენტთან შეწყალების თხოვნა გვაქვს შეტანილი და შეიძლება 1 თვეში გარეთ ვიხილოთ როგორც ომარი, ისე საბა, მათი გადაყვანა აქედან არ უნდა მოხდეს.

მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანები სასჯელის მოხდამდე ამ დაწესებულებაში გაჩერდნენ და არ მოხდეს ამ ახალგაზრდების სხვა საპყრობილეში გადაყვანა. ისინი ამ პირობებს შეჩვეულები არიან, მათ მშობლებსაც უადვილდებათ აქ მოსვლა. ამიტომ მოუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, არ განხორციელდეს ომარ ოკრიბელაშვილზე ზეწოლა და დატოვონ აქ, მე-8 დაწესებულებაში", - ამბობს ოკრიბელაშვილის ადვოკატი.

***

2024 წლის 14 მაისს, ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 400-ლარიანი რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სასჯელი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.