მამარდაშვილი: რთული მატჩი იქნება, სრული კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ

რთული მატჩი იქნება, სოლიდური მეტოქე გვყავს, ვფიქრობ გახსნილ და შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ, დაცვაში უშეცდომოდ და სრული კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ და შეტევაში ჩვენს შანსებს დაველოდოთ

განაცხადა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე. მის კომენტარს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.