უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში 250 მეტრით დაწინაურდნენ.
"შეტევითი ოპერაციის მსვლელობისას, გასული დღის განმავლობაში, ჩვენი ჯარები დაწინაურდნენ: ბახმუტის მიმართულებით 250 მეტრით, ტორეცკის - 200 მეტრით, ბერდიანსკის - 1 კილომეტრამდე", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, მტერი ყველაფერს აკეთებს მის მიერ დატყვევებული პოზიციების დასაკავებლად. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბახმუტის გარდა, ბრძოლა გრძელდება ლიმანის, მარინკას და მაკაროვკას მახლობლად ორეხოვოს მიმართულებით.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაიანში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალურად ამის შესახებ არ უსაუბრია.
ამასთან, გუშინ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 7 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.