უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე უკრაინელებმა 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
"გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე 3 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ. საერთო ჯამში, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთით პროგრესირებენ. უკრაინული ძალების შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლის მიმართულებით გრძელდება", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მალიარის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კონტრშეტევის დროს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს.