უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელი დამცველები ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიდიან.
"გასული 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, სხვადასხვა მონაკვეთზე 200-500 მეტრით წინ წავედით, ზაპოროჟიეს მიმართულებით კი 300-350 მეტრით. ბრძოლა გრძელდება ბერდიანსკის მიმართულებით სოფელ მაკაროვკასთან, მარიუპოლის მიმართულებით - ნოვოდანილოვკასა და ნოვოპოკროვსკის რაიონებში", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, უკრაინელი დამცველები წინ მიიწევენ უკიდურესად სასტიკი ბრძოლების, მტრის საავიაციო და საარტილერიო უპირტესობის ფონზე. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკისა და იარაღის დანაკარგს განიცდის.
ამასთან, გუშინ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა 7 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.