მახარაძე: რამდენი გაზიც არ უნდა ვყლაპოთ, შედეგი მაინც ერთი იქნება - ჩვენ გავიმარჯვებთ

რაც თავი მახსოვს, ყოველთვის, როცა ხალხი ესეთი ერთიანია, ნებისმიერი ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით სრულდება. დარწმუნებული ვარ, ახლაც იგივე მოხდება.

როცა მოსახლეობის უმეტესობის სურვილი და აზრი ერთია, ხოლო ხელისუფლების მეორე - გადახედეთ უახლეს ისტორიას და ნახავთ, ვინ იმარჯვებს.

ეს კანონი კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია რუსეთისკენ და ჩვენ არ ვაპირებთ ამ ნაბიჯის გადადგმას. რამდენი გაზიც არ უნდა ვყლაპოთ და რამდენი ტყვიებიც არ უნდა ვღეჭოთ, შედეგი მაინც ერთი იქნება - ჩვენ გავიმარჯვებთ.

ამბობს მსახიობი გიორგი მახარაძე რუსულ კანონზე. მის კომენტარს მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია ავრცელებს.