გორში 1 ადამიანი დაჭრეს, დამნაშავემ გაისროლა პოლიციის მიმართულებითაც

გორში 1 ადამიანი დაჭრეს, დამნაშავემ გაისროლა პოლიციის მიმართულებითაც

გორში, კომბინატის დასახლებაში 1 კაცი დაჭრეს, რის შემდეგადაც დამნაშავე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიმალა.

არსებული ცნობებით, პოლიციელებმა მისი დაკავება სცადეს, თუმცა დამნაშავემ მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

ადგილზე გამოძახებული იყო სპეცრაზმი, რომლებმაც ეჭვმიტანილი დააკავეს.

რაც შეეხება დაზარალებულს, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.