საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მოლდოვას პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა, ხოლო საქართველოში ევროპული არჩევანის განმტკიცების იმედი გამოთქვა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ბუდაპეშტი მიმდინარეობს. მას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრება.
"დემოკრატიის ევროპული მოდელი, ასევე, არის განხილვის საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე, კიბერშეტევები, ამომრჩევლის მოსყიდვა, მანიპულაცია, ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა, მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და იმედი მაქვს, რომ საქართველო განამტკიცებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს", - აღნიშნა მაკრონმა.