მაკრონი: უკრაინაში ევროპული ძალების განლაგების საკითხი რუსეთის გადასაწყვეტი არ არის

მაკრონი: უკრაინაში ევროპული ძალების განლაგების საკითხი რუსეთის გადასაწყვეტი არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტi, ემანუელ მაკრონი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით 15 მარტს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო. ამის შემდეგ მან გამოცემა Le Parisien-თან ისაუბრა.

შეხვედრას იმ ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მზად არიან უკრაინის სამომავლო მშვიდობა უზრუნველყონ.

მაკრონის განცხადებით, როდესაც რუსეთმა თქვა, რომ "30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის შესვენება იქნება, ამით რუსეთი ძალიან მკაფიოდ ამბობს იმას, რომ მას უფრო შორს წასვლა სურს".

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის საკითხის წამოჭრამ "უკრაინაზე ზეწოლა მოხსნა და ის რუსეთზე გადავიდა".

მაკრონმა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ "დღეს ყველაზე დიდი ევროპული არმია უკრაინას ჰყავს".

"სტრატეგიულ წერტილებში თითო ქვეყნიდან რამდენიმე ათასი ჯარისკაცის საწვრთნელი პროგრამებისთვის განლაგება",- თქვა მაკრონმა მედიასთან.

მაკრონი ხაზს უსვამს იმ ასპექტს, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა და რუსეთი მის საქმეში ვერ ჩაერევა.

"ევროპელები პუტინთან შეთანხმების გარეშე იმოქმედებენ: „უკრაინა სუვერენულია; თუ ის მოკავშირეთა ძალების თავის [ევროპის ქვეყნების] ტერიტორიაზე ყოფნას ითხოვს, რუსეთის გადასაწყვეტი არ არის მისი მიღება ან უარყოფა", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.