მაკრონი:თუ რუსეთს უკრაინასთან მოგების საშუალებას მისცემენ, შესაძლოა საქართველოსაც დაემუქროს

მაკრონი:თუ რუსეთს უკრაინასთან მოგების საშუალებას მისცემენ, შესაძლოა საქართველოსაც დაემუქროს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, იგი, შესაძლოა, დაემუქროს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც.

როგორც მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, თუ რუსეთს მოგების საშუალებას მისცემენ, "ევროპაში ახალი იმპერიული სახელმწიფო გაჩნდება".

"თუ რუსეთს ომში გამარჯვების უფლებას მისცემენ, ჩვენთან, ევროპაში გაჩნდება ახალი იმპერიული სახელმწიფო, რომელიც შესაძლოა დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო და ყაზახეთი, ასევე მთელ კონტინენტს. რადგან, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინაში ეს იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია", - თქვა მაკრონმა.