
დღეს საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან იმ პროგრესის შემდეგ, რაც ჯიდაში, აშშ-სა და უკრაინას შორის შეხვედრამ შესაძლებელი გახადა. რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინაში რუსეთის აგრესია უნდა დასრულდეს. ძალადობა უნდა შეწყდეს. ასევე, დროის გაყვანისა და ცრუ განცხადებების ტაქტიკაც. სამშაბათს, პარიზში გამართულ შეხვედრაზე 40-მდე ქვეყნის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი შეიკრიბა. ხვალ პრემიერმინისტრ სტარმერთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიდეოკონფერენციაზე განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას და მტკიცე, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაზე მუშაობას
წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ის საკუთარ გვერდზე.