მაკრონი და მერცი ფრანკო-გერმანულ თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან

მაკრონი და მერცი ფრანკო-გერმანულ თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია შექმნიან ერთობლივ ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება, რათა ევროკავშირის სტრატეგიულ გამოწვევებზე ოპერატიული პასუხები შეიმუშაოს.

მაკრონმა აღნიშნული განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ დავაფუძნებთ ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება ჩვენი საერთო სტრატეგიული გამოწვევების დასაძლევად,“ — აღნიშნა მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი და გერმანია გააგრძელებენ ინვესტირებას თავდაცვაში და გააძლიერებენ თანამშრომლობას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობის მიმართულებით.

"საფრანგეთი და გერმანია, პარტნიორებთან ერთად, აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე," — დასძინა მაკრონმა.

კანცლერ მერცის თქმით, გერმანია მზად არის ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები.