მაიორი კიკაბიძე: აგვისტოს ომის მონაწილე მოვითხოვ, სასწრაფოდ გადადგეს თორნიკე რიჟვაძე

მე, მაიორი მალხაზ კიკაბიძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მოვითხოვ, რომ სასწრაფოდ გადადგეს თანამდებობიდან თორნიკე რიჟვაძე, ამავდროულად საჯაროდ ბოდიში მოუხადოს 2008 წლის ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების ოჯახებს, ბოდიში მოუხადოს ვეტერან თუ ქვეყნის მოქმედ დამცველებს და ასევე საჯაროდ განაცხადოს თვითონ, სად იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში.

პ.ს. თავდაცვის მოქმედო მაღალჩინოსნებო, მართლაც რომ გამიკვირდა თქვენი სიჩუმის ამ ვიგინდარა რიჟვაძის განცხადებაზე.

წერს აგვისტოს ომის მონაწილე სოციალურ ქსელში.