მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში ხანძრის დროს 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
ხანძარი გვიან ღამით იტალიურ რესტორან Burro Canaglia Bar&Resto გაჩნდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მიმტანმა კერძს ცეცხლი მოუკიდა, რის შემდეგაც ალი ჭერსა და კედლებს მოედო.
მაშველების ინფორმაციით, სტუმრებს გაქცევა უჭირდათ, რადგან ხანძარი მთავარ შესასვლელთან დაიწყო.
პოლიცია ხანძრის მიზეზებს იძიებს.