ვაპირებ, რომ ჩემი პულტი, ბარათი, რომლითაც კენჭისყრაზე რეგისტრირდებიან დეპუტატები და იღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, ის წამოვიღო, რომელიც არის დარბაზის კანცელარიაში, რადგან ვერავინ შეძლოს ამ ბარათით სარგებლობა და ყველანაირი ინსინუაციის შესაძლებლობა იყოს იმთავითვე აღკვეთილი. ასევე, რასაკვირველია, პრეზიდენტის თხოვნას ვითვალისწინებ და არ დავესწრები დღევანდელ საკითხის განხილვას და მით უმეტეს, კენჭისყრას.
ამბობს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე. დღეს, 18 ოქტომბერს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.