ლვივზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ლვივზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ლვივზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 42 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის არის 3 ბავშვი. ინფორმაციას ქალაქის მერი ანდრეი სადოვოი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სადოვიიმ მოკლე ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ამ ღამის სარაკეტო თავდასხმა იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ.