ლუკაშენკოსა და პუშილინის შეხვედრის შემდეგ უკრაინამ ბელარუსიდან ელჩი გაიწვია

ლუკაშენკოსა და პუშილინის შეხვედრის შემდეგ უკრაინამ ბელარუსიდან ელჩი გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსიდან კონსულტაციებისთვის გაიწვია ელჩი მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებული დონეცკის ლიდერს, დენის პუშილინს შეხვდა.

"რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელიც მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო უკრაინულ მართლმსაჯულებას ემალება და საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, ვაფასებთ ბელარუსის რესპუბლიკის მორიგ არამეგობრულ ნაბიჯად, რომელიც აგრესორი ქვეყნის მხარდასაჭერად არის მიმართული", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში ლუკაშენკოსა და პუშილინის შეხვედრას "დონეცკში რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის ამ წარმომადგენლის ლეგიტიმაციის მცდელობა" უწოდა.

ლუკაშენკოსა და პუშილინის შეხვედრა 18 აპრილს მინსკში შედგა. ლუკაშენკომ პუშილინს ჰკითხა, როგორ მიდიოდა საქმეები ფრონტზე.