"საქართველოს მოჰბეზრდა დასავლეთის დაპირებები და სურს, დაბრუნდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე" - ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ბელარუსის პრეზიდენტის აღნიშნულ კომენტარს რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
"საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათი პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს: მოჰბეზრდათ დასავლური დაპირებები და სხვა... და სურთ, კვლავ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ თავიანთ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია იყოფა და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ", - აცხადებს ლუკაშენკო.
ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ თუ დასავლეთის მხრიდან რაიმე შეთავაზება იქნება, "ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ, ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის".