ლუკაშენკო: ღმერთმა ნუ ქნას, ბელარუსში პრეზიდენტად ქალი აირჩიონ

ლუკაშენკო: ღმერთმა ნუ ქნას, ბელარუსში პრეზიდენტად ქალი აირჩიონ

ალექსანდრ ლუკაშენკომ დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბელარუსს ქალი პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს.

"ღმერთმა ნუ ქნას, ბელარუსში პრეზიდენტად ქალი აირჩიონ. აშშ-ის პრეზიდენტს ის უფლებამოსილებები არ აქვს, აქ კი ყველაფერს უნდა ჩაეძიო. ბელარუსში პრეზიდენტი მთავარსარდალია. და ეს ურთულესი სამუშაოა. არაა საჭირო ქალის ასე დატვირთვა, ეს არაა ცერემონიული თანამდებობა. შეიძლება დროთა განმავლობაში ამ სტილს მივუახლოვდეთ. მაგრამ ჯერჯერობით ის სხვანაირია", - თქვა ლუკაშენკომ.

როგორც სახელისუფლებო გამოცემა ბელტა წერს ლუკაშენკომ თავისი სექსისტური განცხადების დროს აღნიშნა, რომ "ქალი ქალიც უნდა იყოს": "დაე, იყვნენ კაცები".