ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ მისი სურვილია "დსთ-ს ოჯახის" აღდგენა და ამ კონტექსტში მან საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს ოჯახს დაბრუნებოდა საქართველო, აღედგინა სრულფორმატიანი მონაწილეობა მოლდოვას, უკრაინის ხელისუფლება გონზე მოსულიყო, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა.
მე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია", - თქვა ლუკაშენკომ.
საქართველომ დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო, ოფიციალურად კი 2009 წლის აგვისტოში გამოეთიშა.