ალექსანდრ ლუკაშენკო 3-4 დეკემბერს "სამუშაო ვიზიტით" ჩინეთში ჩადის. ინფორმაციას Belta ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ბელარუსის სამთავრობო მედია იტყობინება, ლუკაშენკო პეკინში პუტინის მთავარ მოკავშირესთან, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებებს გამართავს. მათივე ცნობით, დღის წესრიგის საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობა იქნება.
ეს წელს ბელარუსის პრეზიდენტი მეორე ვიზიტია ჩინეთში.