ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა, ლუკა ნაცვლიშვილმა ფოთის იზოლატორი 11-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დატოვა.
"ის უსამართლობა, რაც სასამართლოზე პატიმრებმა ვიხილეთ, პირიქით გაზარდა ჩვენი მუხტი და გაასმაგებული მუხტით გამოვედით. ახლაც იმედი მაქვს, ბათუმში აქცია მიმდინარეობს და იქითკენ მივემართები. [..]
ეს აბსურდული დაკავება პირველი არ ყოფილა, 2 წლის წინ, ბათუმში აქციაზე დამაკავეს, 3 ივნისს და ის სასამართლოც და სამარცხვინო პროცესიც გამოვლილი მქონდა, თუმცა ერთადერთი, რაც არ მქონდა გადატანილი იყო იზოლატორი, რადგან იმ დროს, არასრულწლოვანი ვიყავი. დაკავების დროს ჩანს ის აბსურდულობა, ის მიზეზი და ის საშინელი ფორმები, როგორც გვაკავებდნენ აქციებზე და ამ ყველაფრის შემდეგ, მოსამართლემ ისე გამოიტანა განაჩენი, რომ წამით არც დაფიქრებულა", - თქვა ლუკა ნაცვლიშვილმა ფორმულას ეთერში.
12 იანვარს, ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს.