
ლუკა კურტანიძეს – ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს – ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მიქაცაძის თქმით, კურტანიძე დღეს ქობულეთში, მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ძალადობის მსხვერპლმა ქალი დაზიანებებით სამედიცინო დახმარებას ავტომობილში იღებს. მას აღენიშნება ტვინის მსუბუქი შერყევა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც კურტანიძე დაუკავებია და არც გამოკითხვაზე გადაუყვანია. პირიქით – სამართალდამცველებმა სცადეს, ტერიტორიიდან თავად მიქაცაძე გაერიდებინათ.
„ეს ადამიანი იმუქრება, რომ ‘მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო’, და პოლიციაც ვერ ბედავს რეაგირებას. პოლიციელები მეუბნებიან – იმიტომ, რომ ლუკა კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთო. უკვე მეხუთედ ვითხოვ დახმარებას. მაქვს მოქმედი შემაკავებელი ორდერი, მისამართიც მივეცი, სადაც იმყოფებოდა, მაგრამ ისევ მე დამიძახეს გამოკითხვაზე,“ – აცხადებს მიქაცაძე.
მისი თქმით, ძალადობას პოლიციის თანამშრომლებიც შეესწრნენ, რაც, მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობას ვეღარ გაამართლებს.