ლუკა ღვინიაშვილი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს

ლუკა ღვინიაშვილი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს

12 დეკემბერს, ლუკა ღვინიაშვილი, თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე დააკავეს და ამჟამად ის დიღმის იზოლატორშია. ამის შესახებ ინფორმაცია ღვინიაშვილის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ღვინიაშვილის დედა აღნიშნავს, მისი შვილი მეგობრის სახლთან აიყვანეს.

მოგვიანებით დაკავებულის დედის ინფორმაციით, ლუკა ღვინიაშვილი დიღმის იზოლატორში იმყოფება.

"ვიპოვე ლუკა. დიღმის იზოლატორში მიჰყავთ. დიდი მადლობა ყველას. სანამ პოლიციამდე მივედი, უკვე ყველგან დარეკილი და გაცხადებული გქონიათ! ძალა ერთობაშია. ვერ მოგვერევიან. ხვალ შევხვდებით 2 საათზე აქციაზე", - წერს ლუკა ღვინიაშვილის დედა, სალომე მეფურიშვილი.