არ იყო ადვილი, რაც გავაკეთე... ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა ჩემმა ვიდეომ, სადაც სიმბოლურად მავთულხლართი დავჭერი. ასე უნდა აკეთებდნენ ყველს სოფელში, საოკუპაციო ხაზთან. მე სიმბოლურად გამოვხატე ჩემი პროტესტი. რა, შენ ამით რუსი შეაშინეო? დიახ, ვერ შევაშინე, მაგრამ ჩემი პროტესტი გამოვხატე ომში დაღუპული ბიჭების პატივსაცემად, აფხაზეთის ომში დაღუპულების პატივსაცემად, ანწუხელიძის პატივსაცემად, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას პატივსაცემად. მე ერთი პატარა ქალი ვარ, რომელიც უკვე 60 წელსაა გადაცილებული, მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რაც გავაკეთე.
ამბობს ფორმულას ეთერში სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ლუდა სალია. მან რუსი ოკუპანტების მიერ გაბმული მავთულხლართი დაჭრა.