ლუბინეცი: რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი უკრაინაში დავაბრუნეთ

ლუბინეცი: რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი უკრაინაში დავაბრუნეთ

რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი Telegram-ზე წერს.

"დღეისთვის უკრაინაში 383 ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ", - ამბობს უკრაინის ომბუდსმენი.

ლუბინეცის თქმით, ის დღეს უკრაინისა და სამხრეთ კორეის პირველ ლედებს, ოლენა ზელენსკასა და კიმ კონგ-ჰის შეხვდა, რომლებიც ბავშვთა უფლებების ცენტრს ეწვივნენ.

უკრაინის პირველი ლედის თქმით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელი ბავშვების უფლებებს არღვევს და უკრაინას ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.

სამხრეთ კორეის ლიდერი, იუნ სოკ იოლი მეუღლესთან ერთად კიევში დღეს ჩავიდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა გაზრდის უკრაინისადმი ჰუმანიტარულ დახმარებას და ჯამში 2023 წელს 150 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გადასცემს.