ლუაზო პრეზიდენტზე: პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს თავს ესხმის

საქართველოში, პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის დაშინების მეთოდებით, რომლებზეც უარს რუსეთიც არ იტყოდა. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის სიმამაცეს და დემოკრატიისა და ევროპისადმი ერთგულებას წარმოადგენს

წერს ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ზე.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.